ირანში მდებარე ნათანზის ბირთვულ ობიექტზე რადიაციის გაჟონვა დაფიქსირდა. ეს ინფორმაცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც დაადასტურა. ინფორმაციას Deutcche Welle ავრცელებს.
როგორც ატომური ენერგიის სააგენტოს უფროსმა რაფაელ გროსმა განაცხადა, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ექსპერიმენტული ქარხნის ზედა ნაწილი დაინგრა. ამ ობიექტზე ირანი 60%-მდე ურანის გამდიდრებას ახორციელებს. მისივე ცნობით, დაფიქსირდა ქიმიური და რადიაქტიური დაბიძნურება.
შეტევის შედეგად ამ ობიექტის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაც განადგურდა, მათ შორის ელექტროქვესადგური, დენის ავარიული წყარო და სარეზერვო გენერატორები.
გროსის თქმით, რადიაქტიური დაბიძნურება ობიექტის შიგნით დაფიქსირდა. გარეთ რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია. შეტევის დროს და დენის გათიშვის გამო, შესაძლოა, რამდენიმე ცენტრიფუგა დაზიანდა, რომლის მეშვეობით ურანის გამდიდრება ხდება,
ნათანზის ბირთვული ობიექტი ქალაქ ისპაანის მახლობლად მდებარეობს.
ირანული წყაროების ცნობით, ისრაელმა შეტევები სხვა ობიექტებზეც განახორციელა. თეირანმა ისრაელის შეტევას ომის გამოცხადება უწოდა და საპასუხოდ ისრაელს 100-ზე მეტი დრონი და 200 ბალისტიკური რაკეტა ესროლა. რამდენიმე რაკეტა თელ-ავივში აფეთქდა.