ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი – ისრაელის იერიშების შემდეგ აშშ-თან ბირთვულ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს

ისრაელის იერიშების შემდეგ აშშ-თან ბირთვულ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - ისრაელის იერიშების შემდეგ აშშ-თან ბირთვულ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს

„მეორე მხარე (აშშ) ისე მოიქცა, რომ დიალოგს აზრი არ აქვს. არ შეიძლება იმის პრეტენზია გქონდეს, რომ მოლაპარაკებები გსურს და ამავდროულად, სიონისტურ რეჟიმს ირანის ტერიტორიის დაბომბვის უფლება მისცე“, – განაცხადა ბაღაიმ.

მისი თქმით, ისრაელი იერიშებს ვაშინგტონის ნებართვის გარეშე ვერ განახორციელებდა.

ბაღაის განცხადების მიუხედავად, ირანის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ კვირას დაგეგმილ ბირთვულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.

ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა კვირას, ომანის დედაქალაქ მასკატშია დაგეგმილი.