ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო იერიშის შედეგად ისრაელის ცენტრალურ ნაწილში 1 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
როგორც ამერიკული მედია წერს, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ადამიანები იყვნენ.
ამასთან, ირანში, ისრაელის დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო პირები და მეცნიერ მუშაკები.
ცნობისთვის, 13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანი დაბომბა და ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება.
ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება.