სოხუმში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა სოხუმში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ „ეხო კვაკაზა“ წერს.

სოხუმი

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, ეს ადამიანი მძიმე დანაშაულებისთვის იძებნებოდა. კონკრეტულად რაში ადანაშაულებენ დაკავებულს და მისი ვინაობა, უცნობია. დაკავება სოხუმში, მშვიდობის გამზირზე მოხდა.