უკრაინამ 1200 ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 1200 ცხედარი დაიბრუნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინამ 1200 ცხედარი დაიბრუნა

უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, სტამბოლში მიღწული შეთანხმებების თანახმად რეპატრიაციის მორიგი ეტაპი გაიმართა.

შტაბში განაცხადეს, რომ ცხედრები, სავარაუდოდ, უკრაინელ ჯარისკაცებს ეკუთვნით, თუმცა მათი ინდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზას შესაბამისი სამსახურები ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი 6000 დაღუპული სამხედროს ცხედრების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ.