გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს

გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს

რო­გორც დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გან­მარ­ტა, ის სხდო­მა­ზე ჩორ­ჩა­ნას სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბი­თაა და­ბა­რე­ბუ­ლი, რათა და­მა­ტე­ბით კი­თხვებს უპა­სუ­ხოს.

ამას­თან, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი გა­ხა­რია კო­მი­სი­ის 23 ივ­ნი­სის სხდო­მა­ზეა და­ბა­რე­ბუ­ლი.

„23 ივ­ნისს ჩვენ გა­მოვ­კი­თხავთ ხელ­მე­ო­რედ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, რო­მელ­საც შე­ტყო­ბი­ნე­ბა უკვე გა­ეგ­ზავ­ნა. ეს შე­ტყო­ბი­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რა ნა­წი­ლობ­რივ უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა გრძელ­დე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სის ზედ­მი­წევ­ნი­თა და სრულ­ყო­ფი­ლად დაც­ვის მიზ­ნით. იმე­დი მაქვს, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რია და­მა­ტე­ბით გა­მო­კი­თხვა­ზე გა­მო­ცხად­დე­ბა, იმის­თვის, რომ ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩორ­ჩა­ნის, წაღ­ვლის და სხვა სოფ­ლე­ბის თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, სა­დაც მან გვი­თხრა, რომ ტე­რი­ტო­რი­ის არ­ცერ­თი სან­ტი­მეტ­რი, მისი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რო­მე­ლიც სა­გუ­შა­გოს გან­თავ­სე­ბას შე­ე­ხე­ბო­და, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლაო, თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ და­უ­კარ­გავს კონ­ტრო­ლიო. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ წაღ­ვლის მცხოვ­რებ­ლის გან­მარ­ტე­ბა, სა­დაც მან თქვა, რომ მთე­ლი ტყე და­კარ­გა ქვე­ყა­ნამ, ოკუ­პან­ტმა სა­ხელ­მწი­ფომ და­ი­კა­ვა და რუ­სე­თი უფრო მე­ტად შე­მო­ვი­და ქარ­თულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ვიდ­რე მა­ნამ­დე ჰქონ­და ოკუ­პი­რე­ბუ­ლიო. ეს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი და ჩვე­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან რა­დი­კა­ლუ­რად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია, ამი­ტომ ჩვე­ნი ვა­ლია, მას და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბი და­ვუს­ვათ. ასე­ვე, კი­თხვე­ბი და­ის­მე­ბა და ეს შე­ტყო­ბი­ნე­ბის წე­რილ­ში მას ეც­ნო­ბა, 2012-2025 წლე­ბის იმ მო­ნაკ­ვეთ­თან, რო­დე­საც ის უკვე ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო. ეს არის მისი გა­დად­გო­მი­დან დღემ­დე პე­რი­ო­დი, მათ შო­რის, მისი და მისი პარ­ტი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან“,- გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.