ისრაელი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მოკვლას გეგმავდა, თუმცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო – ინფორმაციას Reuters-ი რამდენიმე ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და იუწეყბა, რომ ისრაელმა ირანის უზენაესი ლიდერი მოკვლის შესაძლებლობის შესახებ შეერთებულ შტატებს აცნობა, მაგრამ დონალდ ტრამპმა ეს გეგმა უარყო.
აცნობა თუ არა ტრამპმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ნეთანიაჰუს პირადად, უცნობია, თუმცა ორივე ლიდერი ერთმანეთთან აქტიურ კომუნიკაციშია, – წერს Reuters-ი.
„ირანელებმა ერთი ამერიკელი მაინც მოკლეს? ჯერ არა. სანამ ამას არ იზამენ, პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმის შესახებ არც კი ვსაუბრობთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.