რესპუბლიკელი კონგრესმენი: G7 უნდა დარჩეს G7-ად, ომის დამნაშავე პუტინი იმსახურებს გარიყვას

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ზომიერმა რესპუბლიკელმა დონ ბეიკონმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ დაბრუნდება „დიდ რვიანში“, სანამ ის აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და მისი ტერიტორიების ოკუპაციას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

რესპუბლიკელი კონგრესმენი

ბეიკონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვებს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, 2014 წელს რუსეთის „დიდი რვიანიდან“ გარიცხვა „დიდი შეცდომა“ იყო.

„დიდი შვიდეული“ უნდა დარჩეს „დიდ შვიდეულად“ და არა „დიდ რვიანად“. რუსეთი არ უნდა იყოს ამ ფორუმის ნაწილი, ვიდრე არ შეწყვეტს უკრაინაში შეჭრას და არ გაიყვანს თავის ჯარებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ომის დამნაშავე პუტინი იმსახურებს გარიყვას“, – წერს კონგრესმენი.