ირანის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, ირანულ ბანკებზე კიბერშეტევა განხორციელდა

ირანულ ბანკებზე კიბერშეტევა განხორციელდა. ინფორმაციას ადასტურებს ირანის მთავრობის პრესსპიკერი. ფატემეჰ მოჰაჯერანი აცხადებს, რომ შეტევის შედეგად შეფერხებულია საბანკო ტრანზაქციები. გაჟონა მომხმარებლების პირადმა ინფორმაციამაც.

ირანის მთავრობის პრესსპიკერი

“ჩვენ გავხდით ჩვენი ორი ბანკის – სეფაჰ ბანკისა და პასარგად ბანკის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის მომსწრე. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბანკების ოპერაციულ სისტემებში შეფერხება მოხდა და ადამიანების მონაცემების შენახვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა. საზოგადოებას შეუძლია ამ მხრივ დარწმუნებული იყოს. ჩვენი ექსპერტები გულმოდგინედ ასრულებენ თავიანთ საქმეს და პრობლემა მალე მოგვარდება, სისტემები პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება,” – აღნიშნა ფატემეჰ მოჰაჯერანიმ.