ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა.

ბალისტიკური რაკეტა

ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით ჩრდილოეთით, სირენები უკვე ჩაირთო.

„საფრთხის შესაჩერებლად თავდაცვითი სისტემები მუშაობს“, – განაცხადეს ისრაელის არმიაში.

მანამდე, ირანმა თელ ავივისა და ჰაიფის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.