რას აცხადებს რუსოფობი “პრიბალტიკელი შავკა”: თუ უკრაინას არ დავეხმარებით, ევროკავშირში ყველამ რუსული ენის შესწავლა უნდა დავიწყოთ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს , რომ რუსეთი უკვე ევროკავშირის პირდაპირი საფრთხეა.

კაია კალასი

კალასმა რუსეთის ის ჰიბრიდული ქმედებები ჩამოთვლა, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე ფიქსირდება, მათ შორის, რუსეთის მხრიდან ევროკავშირის ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა, სამხედრო წვრთნების ჩატარება ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს.

კალასის თქმით, ევროკავშირი თუ არ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, ევროკავშირში ყველამ უნდა დაიწყოს რუსულის სწავლა.

„გასულ წელს რუსეთმა თავდაცვაზე მეტი დახარჯა, ვიდრე მთელმა ევროკავშირმა. წელს რუსეთი თავდაცვაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ პოლიტიკაზე ერთად აღებულზე. ეს გრძელვადიანი აგრესიის გრძელვადიანი გეგმაა“, – განაცხადა კალასმა.

კალასმა უკრაინას ასევე „ევროპის თავდაცვის პირველი ხაზი“ უწოდა და აღნიშნა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და უკრაინისთვის შემდგომი დახმარების მნიშვნელობა. მისი თქმით, რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა დღეს ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც რუსეთი საბოლოოდ მზად იქნება საუბრისთვის“.