შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 298 კილოგრამი “ჰეროინი” ამოიღო, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი, უპრეცედენტო მასშტაბის, საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტთან დაკავშირებით.
სამართალდამცველების მიერ ამოღებულია 298 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია.