ეკლესიის დასაცავად ერევანში ჩასული სომხური წარმოშობის რუსი ოლიგარქი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა – ფაშინიანი მის საკუთრებაში არსებული კომპანიის ნაციონალიზაციას აპირებს

ერე­ვან­ში სომ­ხუ­რი წარ­მო­შო­ბის რუსი მი­ლი­არ­დე­რი, “ტა­შირ ჯგუ­ფის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი სამ­ველ კა­რა­პე­ტი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მო­წო­დე­ბის­თვის ბრა­ლი უკვე წა­რუდ­გი­ნეს. კა­რა­პე­ტი­ა­ნის და­კა­ვე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა მი­მარ­თა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც 18 ივ­ნი­სის 3 სა­ა­თის­თვის ის სა­კუ­თარ სახ­ლში და­ა­კა­ვეს. მა­ნამ­დე, 17 ივ­ნისს სო­მეხ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მის სახ­ლში ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს.

ეკლესიის დასაცავად ერევანში ჩასული სომხური წარმოშობის რუსი ოლიგარქი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა - ფაშინიანი მის საკუთრებაში არსებული კომპანიის ნაციონალიზაციას აპირებს

ოლი­გარ­ქი სომ­ხე­თის ეკ­ლე­სი­ის მხარ­და­ჭე­რის სა­ბა­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­უ­პი­რის­პირ­და. ის ამ­ბობ­და, თით­ქოს, ადა­მი­ან­თა მცი­რე ჯგუ­ფი ეკ­ლე­სი­ას ებ­რძო­და, რა­საც თა­ვი­სე­ბუ­რად შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. ფა­ში­ნი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე სო­მეხ ოლი­გარ­ქს უპა­სუ­ხა, რომ სომ­ხე­თი კა­ლუ­გის ოლ­ქის რო­მე­ლი­მე სო­ფე­ლი არ არის.

Forbes-ის 146 რუსი მი­ლი­არ­დე­რის 2025 წლის რე­ი­ტინ­გში კა­რა­პე­ტი­ა­ნი 44-ე ად­გილ­ზეა, რომ­ლის ქო­ნე­ბაც 3.2 მლრდ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კა­რა­პე­ტი­ა­ნის “ტა­შირ ჯგუ­ფის“ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი “სომ­ხე­თის ელექტრო­ქ­სე­ლე­ბის“ ​​ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია უნდა მოხ­დეს.

მი­ლი­არ­დე­რის ად­ვო­კა­ტის, არ­მენ ფე­რო­ი­ა­ნის თქმით, სა­სა­მარ­თლომ კა­რა­პე­ტი­ანს ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ დაც­ვის მხა­რე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რებს.

“სამ­ველ კა­რა­პე­ტი­ანს უკა­ნო­ნო ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს, რო­მელ­საც ჩვე­ნი კლი­ენ­ტი არ ეთან­ხმე­ბა. ისი­ნი მას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის სა­ჯა­როდ მო­წო­დე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და სწო­რედ ამას ეფუძ­ნე­ბა ბრალ­დე­ბა. ამას რე­ა­ლო­ბას­თან აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო“, – გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

  • “კამ­პა­ნია ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ“

17 ივ­ნისს, უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი ერე­ვან­ში მდე­ბა­რე კა­რა­პე­ტი­ა­ნის სახ­ლის ჩხრე­კის­თვის მი­ვიდ­ნენ. ად­ვო­კა­ტის თქმით, ბიზ­ნეს­მე­ნის სახ­ლთან 50-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. სომ­ხე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ნა­წი­ლობ­რივ და­ა­დას­ტუ­რა ეს ინ­ფორ­მა­ცია და გა­ნა­ცხა­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი.

თა­ვად მი­ლი­არ­დერ­მა ეს მოვ­ლე­ნე­ბი და­უ­კავ­ში­რა იმ ფაქტს, რომ ის ხმა­მაღ­ლა გა­მო­ვი­და სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის და­სა­ცა­ვად, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც მკვეთ­რად გა­აკ­რი­ტი­კა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა.

სომ­ხუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ჩხრე­კამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე ბიზ­ნეს­მენ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ “მზად იყო ებ­რძო­ლა “ეკ­ლე­სი­ის საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ”.

მა­ნამ­დე კა­რა­პე­ტი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ “მცი­რე ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც და­ი­ვი­წყა სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის ათას­წლი­ა­ნი ის­ტო­რია, თავს და­ეს­ხა სომ­ხურ ეკ­ლე­სი­ას და სო­მეხ ხალ­ხს“.

“მთე­ლი ჩემი ძა­ლით ვიბ­რძო­ლებ სო­მე­ხი ხალ­ხის სა­ლო­ცა­ვე­ბის­თვის, სა­დაც არ უნდა ვიყო და რაც არ უნდა მოხ­დეს. არა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას ხელ­ყოს ჩვე­ნი სა­ლო­ცა­ვე­ბი“, – თქვა ბიზ­ნეს­მენ­მა.

ამ გან­ცხა­დე­ბი­დან მა­ლე­ვე, კა­რა­პე­ტი­ა­ნის სახ­ლი პო­ლი­ცი­ამ ალ­ყა­ში მო­აქ­ცია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სომ­ხე­თის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ა­სა და ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ბოლო ხანს უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლია.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ “ცე­ცხლი” პირ­ველ­მა ფა­ში­ნი­ან­მა გახ­სნა.

კერ­ძოდ, 29 მა­ისს გა­მარ­თუ­ლი მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე სომ­ხე­თის პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სია და­ემ­სგავ­სა “სა­კუჭ­ნა­ოს, სა­დაც ნა­გა­ვი ინა­ხე­ბა”. ამას სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და მრევ­ლის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა. მათ ფა­ში­ნი­ა­ნი სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­სუს­ტე­ბის მცდე­ლო­ბა­ში და ლა­მის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­კავ­ში­რე­ო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

სა­პა­სუ­ხოდ ფა­ში­ნი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სკან­და­ლუ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

“თუ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ გა­რე­გინ II-მ მარ­თლაც და­არ­ღვია და­უ­ქორ­წი­ნებ­ლო­ბის აღ­თქმა და შვი­ლი ჰყავს, ის ვერ იქ­ნე­ბა ყო­ველ­თა სო­მეხ­თა კა­თო­ლი­კო­სი. ამას ვა­ცხა­დებ ყვე­ლას პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბი­სად­მი სრუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით, მაგ­რამ ყო­ველ­თა სო­მეხ­თა კა­თო­ლი­კოსს არ შე­უძ­ლია ასე­თი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეს. ამ სა­კითხს ვსვამ რო­გორც სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ვა­რი, რად­გან სუ­ლი­ე­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კითხს ვხე­დავ და ამა­ზე სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რან­გში ვსა­უბ­რობ. ვხე­დავ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კითხს. წმინ­და ეჩ­მი­ა­ძინ­მა ამ სი­ტუ­ა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ზი­ცია უნდა გა­მო­ხა­ტოს, რის შემ­დე­გაც სა­კი­თხის და­მა­ტე­ბი­თი გან­მარ­ტე­ბა მოხ­დე­ბა”, – გა­ნა­ცხა­და ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა.

2 ივ­ნისს წმინ­და ეჩ­მი­ა­ძი­ნის მთა­ვარ სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სრუ­ლი­ად სო­მეხ­თა კა­თო­ლი­კო­სის, გა­რე­გინ II-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით უმაღ­ლე­სი სა­სუ­ლი­ე­რო საბ­ჭოს სხდო­მა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც ფა­ში­ნი­ანს უპა­სუ­ხეს.

მათი თქმით, სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ის მო­თხოვ­ნა, ფა­ში­ნი­ა­ნის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ, ძა­ლა­ში რჩე­ბა.

თა­ვის მხრივ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა მო­უ­წო­და სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის მრევლს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ახა­ლი პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. პრე­მი­ერს სურს, შე­იქ­მნას სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ჯგუ­ფი ამ სა­კი­თხის გა­და­საჭ­რე­ლად.

 

2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში კა­თო­ლი­კოს­მა გა­რე­გინ II-მ სამ­ველ კა­რა­პე­ტი­ა­ნი სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის ახა­ლი უმაღ­ლე­სი ორ­დე­ნით – “სურბ ეჩ­მი­ა­ძი­ნით“ და­ა­ჯილ­დო­ვა.

 

  • სომ­ხე­თის ელექტრო­ქ­სე­ლე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი

ამა­სო­ბა­ში, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ “სომ­ხე­თის ელექტრო­ქ­სე­ლე­ბის“, რო­მე­ლიც “ტა­შირჯგუ­ფის” სა­კუთ­რე­ბა­შია, ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია უნდა მოხ­დეს.

“მე მჯე­რა, რომ დად­გა დრო, რო­დე­საც “სომ­ხე­თის ელექტრო­ქ­სე­ლე­ბის“ ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია უნდა მოხ­დეს. ეს სწრა­ფად დას­რულ­დე­ბა, მო­ვუ­წო­დებ ENA-ს ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად შე­ას­რუ­ლონ თა­ვი­ან­თი სა­მუ­შაო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი“, – წერს ფა­ში­ნი­ა­ნი.

“ტა­შირ­მა“ “სომ­ხე­თის ელექტრო­ქ­სე­ლე­ბის“ და “რაზ­და­ნის თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის“ აქ­ცი­ე­ბის 100% 2016 წელს, “ინ­ტერ რა­ოს­თან“ გა­რი­გე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღო.

სამ­ველ კა­რა­პე­ტი­ა­ნი “ტა­ში­რის“ კომ­პა­ნი­ე­ბის ჯგუ­ფის პრე­ზი­დენ­ტია, რო­მე­ლიც ასე­ვე ფლობს რუ­სეთ­ში Rio-ს სა­ვაჭ­რო და გა­სარ­თობ ცენ­ტრებს.

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა მა­რია ზა­ხა­რო­ვამ ადრე გა­ნა­ცხა­და, რომ მოს­კო­ვი აკ­ვირ­დე­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე სამ­ველ კა­რა­პე­ტი­ა­ნის გარ­შე­მო არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას. მისი თქმით, თუ სა­ჭი­რო გახ­და, რუ­სე­თი მას სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს.

წყა­რო