ტრამპი ირანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ აშშ-ის შესაძლო სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპი

ტრამპის თქმით, ის მალე შეხვდება ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ვარიანტების განსახილველად.

„მე მაქვს იდეები იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთო, მაგრამ არ მიმიღია საბოლოო გადაწყვეტილება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ერთი წამით ადრე მიყვარს, რადგან სიტუაცია იცვლება. ვგულისხმობ, განსაკუთრებით ომთან დაკავშირებით, ომთან დაკავშირებით ყველაფერი იცვლება. შეიძლება ერთი უკიდურესობიდან, მეორეზე გადავიდეს“, – უთხრა მან „სიენენის“ ჟურნალისტს.