ირანმა ისრაელის ქალაქი დაბომბა – ისრაელი კი აცხადებს, რომ სავარაუდოდ კიდევ ერთი ირანელი მეთაური მოკლეს: უახლესი დეტალები ცხელი წერტილიდან

ირან­სა და ის­რა­ელს შო­რის კონ­ფლიქ­ტი ისევ მძვინ­ვა­რებს: კერ­ძოდ, ირან­მა ღა­მით ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმა ისევ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ირანმა ისრაელის ქალაქი დაბომბა - ისრაელი კი აცხადებს, რომ სავარაუდოდ კიდევ ერთი ირანელი მეთაური მოკლეს: უახლესი დეტალები ცხელი წერტილიდან

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი არ­მი­ის მი­ზა­ნია ირა­ნის ყვე­ლა ბირ­თვულ ობი­ექ­ტზე თავ­დას­ხმა. ამა­სო­ბა­ში, ირა­ნი გეგ­მავს სა­ინ­ფორ­მა­ციო არ­ხის Channel 14-ის ოფი­სებ­ზე თავ­დას­ხმას, რო­მელ­საც ნე­თა­ნი­აჰუს „პრო­პა­გან­დის­ტულ სა­შუ­ა­ლე­ბად“ მი­იჩ­ნევს.

ნე­თა­ნი­აჰუმ ისევ არ გა­მო­რი­ცხა ირა­ნის უზე­ნა­ეს ლი­დერ­ზე თავ­დას­ხმა.

ხოლო, აშშ ვა­რი­ან­ტებს გა­ნი­ხი­ლავს: პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ ირან­ზე თავ­დას­ხმის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე, დიპ­ლო­მა­ტი­ას ორ კვი­რას მის­ცემს.

ერაყ­ში, ირა­ნის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი ძლი­ე­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ თუ ტრამ­პი კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თვას გა­და­წყვეტს, თავს და­ეს­ხმე­ბი­ან რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ აშშ-ს სამ­ხედ­რო ბა­ზებს.

  • ირან­მა ის­რა­ე­ლის ქა­ლაქ ბეერ-შე­ვა­ში ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტით თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, ის Microsoft-ის შე­ნო­ბის მახ­ლობ­ლად და­ეშ­ვა

და­შავ­და 6 ადა­მი­ა­ნი… IRGC-მ გა­ნა­ცხა­და, რომ დარ­ტყმის სა­მიზ­ნე Microsoft-ის შე­ნო­ბა იყო და დას­ძი­ნა, რომ ის­რა­ე­ლის შე­მო­სავ­ლის ნა­ხე­ვა­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ექ­სპორ­ტი­დან მო­დის.

The Times of Israel-ის ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვამ ირა­ნის მიერ გაშ­ვე­ბუ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტის მო­გე­რი­ე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხა. ის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის გა­რეთ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მო­ვარ­და და ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და­ა­ზი­ა­ნა.

ბეერ-შევა

 

  • ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ირა­ნის რა­კე­ტე­ბის გამ­შვე­ბი პუნ­ქტი და­ბომ­ბეს, რის შე­დე­გა­დაც მე­თა­უ­რი და­ი­ღუ­პა.

ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ცოტა ხნის წინ თავს და­ესხნენ “სამ სა­რა­კე­ტო პლატ­ფორ­მას, რომ­ლე­ბიც მზად იყ­ვნენ ირა­ნი­დან ის­რა­ელ­ში გა­საშ­ვე­ბად“.

ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ რა­კე­ტა მოხ­ვდა „სამ­ხედ­რო მე­თა­ურს, რო­მე­ლიც რა­კე­ტის გა­საშ­ვე­ბად ემ­ზა­დე­ბო­და“, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი არ არის ცნო­ბი­ლი.

  • ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის ცნო­ბით, მათ ღა­მით თე­ი­რან­ში ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, რომ­ლის სა­მიზ­ნეც ირა­ნის ათო­ბით სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტი და ბირ­თვუ­ლი კვლე­ვის ობი­ექ­ტი იყო.

თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ავი­ა­ი­ე­რი­შებ­ში 60-ზე მეტი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რომ­ლებ­მაც 120 საბ­რძო­ლო მა­სა­ლა ჩა­მო­აგ­დეს. სა­მიზ­ნე­ებს შო­რის იყო რა­კე­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტი თე­ი­რან­ში, რო­მე­ლიც ირა­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­რეწ­ვე­ლო ბირ­თვს წარ­მო­ად­გენ­და.

„სა­მიზ­ნე­ებს შო­რის იყო სამ­ხედ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც აწარ­მო­ებ­დნენ რა­კე­ტე­ბის კომ­პო­ნენ­ტებს და ობი­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რა­კე­ტე­ბის ძრა­ვე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. დარ­ტყმე­ბი ასე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­და SPND-ის [თავ­დაც­ვის ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და კვლე­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის] ბირ­თვუ­ლი პრო­ექ­ტის შტაბ-ბი­ნა­ზე“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

კერ­ძოდ, გამ­თე­ნი­ი­სას ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­მა იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს სე­ფიდ­რუ­დის ინ­დუსტრი­ულ პარკზე, რო­მე­ლიც ირა­ნის ჩრდი­ლო­ე­თით, ქა­ლაქ რეშთ­ში მდე­ბა­რე­ობს.

დარ­ტყმამ­დე ცოტა ხნით ადრე, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვით­მა ძა­ლებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­წო­დე­ბა ახ­ლომ­დე­ბა­რე რა­ი­ო­ნე­ბის მცხოვ­რებ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ი­ბომ­ბა ირა­ნის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის გუ­შაგ­თა კორ­პუ­სის სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბიც.

წყა­რო