ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩეველი, ალი შამხანი, რომლის შესახებაც ამბობდნენ, რომ ისრაელის დაბომბვას ემსხვერპლა, ცოცხალია. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ალი შამხანიმ ალი ხამენეის წერილის მისწერა. „გამარჯვების აისი ახლოსაა. ირანის სახელი, როგორც ყოველთვის, ისტორიის წიაღში მკვეთრად იკაშკაშებს, ხოლო მოწამეთა ღიმილი ჩვენი მომავლის ანარეკლი იქნება“, – აღნიშნულია ალი შამხანის წერილში, რომელიც მან ირანის უზენაეს ლიდერს გაუგზავნა.
ირანული მედიის ინფორმაციით, ალი შამხანი 13 ივნისს ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიჭრა. ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობის კურსს უტარებენ. მანამდე ისრაელის მხარე ამტკიცებდა, რომ შამხანი ლიკვიდირებულია.