„ნიუ იორკ თაიმსი“ – აიათოლა ალი ხამენეის მისი მკვლელობის შემთხვევისთვის შემცვლელად სამი კანდიდატი სასულიერო პირი ჰყავს შერჩეული

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ მისი მკვლელობის შემთხვევისთვის თავის პოსტზე სამი კანდიდატი სასულიერო პირი შეარჩია.

აიათოლა ალი ხამენეი

ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ სამ ირანულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, აითაოლა ალი ხამენეი მიწისქვეშა ბუნკერს აფარებს თავს და თავის სამხედრო მეთაურებს ნდობით აღჭურვილი პირის შუამავლობით ეკონტაქტება.

როგორც წყაროები გამოცემასთან ამბობენ, ხამენეიმ შეარჩია სამი მაღალი რანგის სასულიერო პირი თავის პოსტზე კანდიდატებად. ასევე მას შერჩეული ჰყავს სამხედრო მეთაურების შემცვლელები იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის ოპერაციას დამატებით სამხედრო მაღალჩინოსნები დაიღუპებან.

შეგახსენებთ, გასული კვირის ბოლოს საერთაშორისო პრესა წერდა, რომ ისრაელს ჰქონდა ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მოკვლის გეგმა, თუმცა ის პრეზიდენტმა ტრამპმა დაბლოკა.