ირანის საგარეო მინისტრი მოსკოვში ვლადიმირ პუტინს შეხვდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი 23 ივნისს მოსკოვში ჩავა და კრემლის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ვლადიმერ პუტინი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

არაღჩის ინფორმაციით, აშშ-მა აჩვენა, რომ არ სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს და ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით ძალიან დიდი წითელი ხაზი გადაკვეთა.

„მათ მხოლოდ მუქარისა და ძალის ენა ესმით“, – თქვა არაღჩიმ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.

დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით