მედვედევი – არსებობენ ქვეყნები, რომლებიც მზად არიან ირანს ბირთვული იარაღი გადასცენ

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშს გამოეხმაურა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი

„ირანზე ღამით აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ, ზოგიერთი ქვეყანა მზადაა, თეირანს ბირთვული იარაღი გადასცეს“, – წერს მედვედევი ტელეგრამზე.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.

დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.