ირანის პრეზიდენტი: ჩვენ არ დაგვიწყია ომი და არც გვსურდა ის, მაგრამ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას პასუხგაუცემლად არ დავტოვებთ

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმები ირანის წინააღმდეგ პასუხგაუცემელი არ დარჩება.

მასუდ პეზეშკიანი

„ჩვენ არ დაგვიწყია ომი და არც გვსურდა ის, მაგრამ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას პასუხგაუცემლად არ დავტოვებთ. ამ ერის უსაფრთხოებას მთელი არსებით დავიცავთ და ირანის სხეულზე მიყენებულ ყოველ ჭრილობას რწმენით, სიბრძნითა და მონდომებით ვუპასუხებთ“, – დასძინა მან.