ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ „ფორდოუს“ ბირთვულ ობიექტზე მისასვლელ გზებზე დარტყმა განახორციელეს.
თავდაცვის ძალების ცნობით, მათ დარტყმები „ურანის გამდიდრების ობიექტზე წვდომის შესაფერხებლად“ განახორციელეს.
ცნობისთვის, „ფორდოუს“ ობიექტი ერთ-ერთია იმ სამ ბირთვულ ობიექტს შორის, რომლებზედაც შეერთებულმა შტატებმა საჰაერო დარტყმები განახორციელა.