ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ რუსეთი ალიანსისთვის მთავარ საფრთხედ რჩება. ამის შესახებ მან ჰააგაში ნატოს სამიტის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მარკ რუტემ აღნიშნა, რომ უკრაინა იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ალიანსის სამიტზე განიხილება, რადგან „უკრაინის მხარდაჭერაზე ფოკუსირების შენარჩუნება“ ერთ-ერთი მთავარი პირობაა „ალიანსის მილიარდი მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
„ალიანსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე რუსეთია. მოსკოვი აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის, ირანის, ასევე, ჩინეთისა და ბელარუსის მხარდაჭერით“, – განაცხადა ნატოს გენმდივანმა.