თეთრი სახლი: დარწმუნებულები ვართ, რომ ირანის ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურდა

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ირანის ბირთვული ობიექტები „სრულიად განადგურებულია“.

ქეროლაინ ლევიტი

„დარწმუნებულები ვართ, დიახ, რომ ირანის ბირთვული ობიექტები მთლიანად და სრულიად განადგურდა, როგორც პრეზიდენტმა შაბათს საღამოს ერისადმი მიმართვაში განაცხადა და ძალიან დარწმუნებულები ვართ, რომ სადაც ეს დარტყმები განხორციელდა, სწორედ იქ ინახებოდა ირანის გამდიდრებული ურანი“, – განაცხადა მან ABC-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა, ამერიკა“.

ლევიტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დარტყმების შესახებ ბრძანებას არ გასცემდა, თუკი დარწმუნებული არ იქნებოდა, რომ შედეგი ასეთი იქნებოდა.