მედვედევი ტრამპის კრიტიკას პასუხობს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკას უპასუხა ირანისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საკითხზე.

„პრეზიდენტ ტრამპის შეშფოთებასთან დაკავშირებით, მე ვგმობ აშშ-ის თავდასხმას ირანზე – მან ვერ მიაღწია თავის მიზნებს. თუმცა, რუსეთი არ აპირებს ირანისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას, რადგან ისრაელისგან განსხვავებით, ჩვენ ვართ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მონაწილეები“, – აღნიშნა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა.