ტრამპი: ჩინეთს შეუძლია, ირანიდან ნავთობის შესყიდვა გააგრძელოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთს შეუძლია, გააგრძელოს ირანული ნავთობის შესყიდვა.

დონალდ ტრამპი

„ჩინეთს ახლა შეუძლია, ირანიდან ნავთობის შესყიდვა გააგრძელოს. იმედია, ისინი ასევე დიდი რაოდენობით შეიძენენ აშშ-ისგან. დიდი პატივი იყო ჩემთვის ამის განხორციელება!“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.