ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობა – ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა

ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობაში აცხადებენ, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თუმცა როგორც ინფორმაციაში აღნიშნულია, ღაზასთან მდებარე დასახლებებში 2 000 ადამიანამდე შეკრება კვლავ შეზღუდული იქნება.

ამასთან, ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბენ გურიონისა და ჰაიფას აეროპორტები სრული ოპერირების რეჟიმში ბრუნდებიან.

“გაუქმდა ყველა შეზღუდვა შემომავალ და გამავალ რეისებზე, ასევე თითოეულ რეისზე მგზავრთა რაოდენობაზე,” – აღნიშნულია განცხადებაში.