ნიკა გვარამია ციხიდან წერილს ავრცელებს

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ციხიდან წერილს ავრცელებს.

 

“ის, რაც აშშ-მა ირანთან დაკავშირებით გააკეთა, უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული მოვლენაა.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ ნაბიჯით მსოფლიო ისტორიაში ჩაეწერა ძალიან მძიმეწონიან ლიდერად, რომელმაც სამყარო პოზიტიური მიმართულებით შეცვალა. სულ რომ არარაფერი აკეთოს, ეს მაინც ასეა.

იმედს ვიტოვებ, უკრაინის მიმართულებითაც გადაიდგმება ამ მნიშვნელობის და წონის გადამწყვეტი ნაბიჯი და, ცხადია, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი სამშობლოს გადარჩენაშიც თავისი წონადი სიტყვა თქვას აშშ-მა” – წერს ნიკა გვარამია.