ვიქტორ ორბანი – არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ნატო-სთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ნატო-ს კი უკრაინაში არაფერი ესაქმება – ტრამპის წყალობით ახალი ომები ხანმოკლე ხდება, ძველებს კი „საწვავი აღარ ჰყოფნით“

ნატო-ს უკრაინაში არაფერი ესაქმება. უკრაინა, ისევე როგორც რუსეთი, ნატო-ს წევრი არ არის და ჩემი ამოცანაა, რომ ასეც დარჩეს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვიქტორ ორბანი - არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ნატო-სთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ნატო-ს კი უკრაინაში არაფერი ესაქმება - ტრამპის წყალობით ახალი ომები ხანმოკლე ხდება, ძველებს კი „საწვავი აღარ ჰყოფნით“

უნგრეთის პრემიერი არ თვლის, რომ რუსეთი ალიანსისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა, მისი თქმით, ნატო-ს სამიტის დეკლარაციებში „ამას მუდმივად ახსენებენ“.

„მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ნატო-სთვის რაიმე რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. რადგან ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის წყალობით ახალი ომები ხანმოკლე ხდება, ძველებს კი „საწვავი აღარ ჰყოფნით“.