აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ამერიკის ხმას“ „დემოკრატების რუპორი“ უწოდა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე წერს.
თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ „რესპუბლიკელებმა“ „ამერიკის ხმის“ აღდგენას მხარი არ უნდა დაუჭირონ.
„რატომ უნდა სურდეს რესპუბლიკელს, რომ დემოკრატების რუპორმა – „ამერიკის ხმამ“ – გააგრძელოს მუშაობა? ეს სრული, მემარცხენე კატასტროფაა – არცერთმა რესპუბლიკელმა მის გადარჩენას ხმა არ უნდა მისცეს. მოკალით ის!“, – წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაციამ 20 ივნისს „ამერიკის ხმის“ 600-ზე მეტ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გაუგზავნა.