თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, თურქეთში ჩავიდეს უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების გასამართად, თუ პუტინი ასევე ჩავა თურქეთში. ამის შესახებ განცხადება ერდოღანმა ნატო-ს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა.
ერდოღანის თქმით, მან ტრამპს უთხრა, რომ ანკარა აპირებს, უზრუნველყოს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების თურქეთში შეხვედრა მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის.
„ტრამპმა მითხრა, თუ რუსეთის პრეზიდენტი სტამბოლში ან ანკარაში ჩავა საკითხის გადაწყვეტისთვის, მაშინ მეც ჩამოვალო. ჩვენ გვექნება საჭირო კონტაქტები და, ღმერთის ნებით, განვახორციელებთ ამ შეხვედრას“, – განახადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, მანამდე რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს.