გამოკითხვა უკრაინაში: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვალერი ზალუჟნი ვოლოდიმირ ზელენსკის ამარცხებს

სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრ SOCIS-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, უკრაინელთა უმეტესობა პირველ ტურში ხმას მოქმედ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბრიტანეთში უკრაინის ელჩს, ვალერი ზალუჟნის მისცემდა.

ვალერი ზალუჟნი ვოლოდიმირ ზელენსკი

გამოკითხულთა 21.8% ხმას ზელენსკის მისცემდა, ხოლო 19.6% – ზალუჟნის.

აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა დიდი ნაწილი (24.7%) ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია.

მეორე ტურში SOCIS-ის გამოკითხვამ ზალუჟნის გამარჯვება აჩვენა. ის ხმების 41.4%-ს მიიღებდა. ზელენსკი ხმების 27%-ს მიიღებდა, ხოლო რესპონდენტთა 15.7% ორივე კანდიდატის წინააღმდეგ მისცემდა ხმას.