რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ნატოს მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდა რუსეთის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.
„რაც შეეხება ამ 5%-იანი მიზნის გავლენას ჩვენს უსაფრთხოებაზე, არ ვფიქრობ, რომ ის რაიმე მხრივ მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ვიცით, რა მიზნებისკენ ვისწრაფვით, ჩვენ არ ვმალავთ მათ, ღიად ვაცხადებთ, ისინი აბსოლუტურად კანონიერია გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ნებისმიერი ინტერპრეტაციის გადმოსახედიდან და ჩვენ ვიცით, რა საშუალებებით შევძლებთ ამ მიზნების მიღწევას ყოველთვის“, – აღნიშნა ლავროვმა.