ფაშინიანი: გარეგინ მეორე თუ ნებაყოფლობით არ წავა, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის მიმდევრები მას ქრისტიანული წესით გაიყვანენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყოველთა სომეხთა კათალიკოსს, გარეგინ მეორეს დაუქორწინებლობის აღთქმის დარღვევაში ადანაშაულებს და მას გადადგომისკენ მოუწოდებს.

ნიკოლ ფაშინიანი და გარეგინ მეორე

„რა უფლება აქვს ჯგუფს, რომელმაც ღვთისმოსაობის აღთქმა დაარღვია და იესო ქრისტეს უღალატა, ისაუბროს სამართლიანობასა და სანდოობაზე? ამ ჯგუფს არ აქვს უფლება, ეკლესიის სახელით ისაუბროს. ვინც დედაეკლესია შეურაცხყო, ტახტი უნდა დატოვოს. თუ ის ნებაყოფლობით არ წავა, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის მიმდევრები მას ქრისტიანული წესით გაიყვანენ“ – აღნიშნავს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.