სომხეთის ხელისუფლება რუსეთისგან მართულ შეთქმულების გამოაშკარავებაზე ლაპარაკობს: დაკავებულია 14 ადამიანი, მათ შორის მთავარეპისკოპოსი: ფაშინიანი გარეგინ II-ის გადადგომას მოითხოვს

სომ­ხეთ­ში ოთხშა­ბათს გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი გეგ­მა გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა. საქ­მე­ზე 14 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის გა­სუ­ლი წლის ქუ­ჩის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ლი­დე­რი, მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ბაგ­რა­ტი (გალ­სტა­ნი­ა­ნი).

სომხეთის ხელისუფლება რუსეთისგან მართულ შეთქმულების გამოაშკარავებაზე ლაპარაკობს: დაკავებულია 14 ადამიანი, მათ შორის მთავარეპისკოპოსი: ფაშინიანი გარეგინ II-ის გადადგომას მოითხოვს

ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ შეთ­ქმუ­ლე­ბის უკან რუ­სე­თი იდგა, თუმ­ცა კრემ­ლი მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს სომ­ხე­თის შიდა საქ­მეს უწო­დებს.

  • ვინ დგას შეთ­ქმუ­ლე­ბის უკან?

სამ­შა­ბათს, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც, მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­უ­რი წყა­რო­ე­ბის­გან მი­ი­ღო., თუმ­ცა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დო­კუ­მენ­ტი ყალ­ბად შე­ა­ფა­სეს. BBC-მ მისი ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­დას­ტუ­რე­ბა ვერ შეძ­ლო.

  • დო­კუ­მენ­ტში აღ­წე­რი­ლია ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის ეტა­პობ­რი­ვი გეგ­მა. სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, შეთ­ქმუ­ლე­ბა ამ ზა­ფხულს უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტში ლა­პა­რა­კია 2024 წლის ივ­ლის-სექ­ტემ­ბერ­ზე.

გეგ­მის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბი­დან მე­ო­რე დღეს, 25 ივ­ნისს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ბაგ­რა­ტი, რო­მე­ლიც 2018 წელს ბაგ­რა­ტი მხარს უჭერ­და ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვი­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის არ არის პრო­რუ­სუ­ლი ფი­გუ­რა – სწავ­ლობ­და და მსა­ხუ­რობ­და დიდ ბრი­ტა­ნეთ­სა და კა­ნა­და­ში.

მის გარ­და, და­კა­ვე­ბუ­ლია კი­დევ 13 პირი, მათ შო­რის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია “დაშ­ნა­კცუ­ტუ­ნის“ საბ­ჭოს წევ­რი იგორ სარ­გსი­ა­ნი. ჩხრე­კა ჩა­ტარ­და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, არ­ტურ სარ­გსი­ა­ნის სახ­ლშიც.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლებ­შიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ბაგ­რა­ტი დი­სი­დენ­ტე­ბის დახ­ვრე­ტას და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მიზ­ნით ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვს.

მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ბაგ­რა­ტის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ზო­გი­ერ­თმა წევ­რმა და მათ­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა ივა­რა­უ­დეს, რომ შეთ­ქმუ­ლე­ბის უკან რუ­სე­თი იდგა. “ახლა კი, თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, “ძა­ლა­უფ­ლე­ბის უცხო­უ­რი ცენ­ტრე­ბიც“ ვერ გიშ­ვე­ლით“, – გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა რუ­ბენ რუ­ბი­ნი­ან­მა.

  • შეთ­ქმულ­თა შო­რის სომ­ხუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის რუსი მი­ლი­არ­დე­რი სამ­ველ კა­რა­პე­ტი­ა­ნი და სომ­ხე­თის ორი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი. გეგ­მის სპონ­სო­რე­ბად რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო კორ­პო­რა­ცი­ე­ბის, “გა­ზპ­რო­მი­სა“ და “რუ­სე­თის რკი­ნიგ­ზის“ ფი­ლი­ა­ლე­ბი “გა­ზპ­რო­მი სომ­ხე­თი“ და “სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რკი­ნიგ­ზა“ სა­ხელ­დე­ბა.

ფა­ში­ნი­ა­ნის მთავ­რო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად შეშ­ფო­თე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბის გამო.

“სომ­ხეთ­ში კრემ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის სა­ხით მოქ­მე­დებს – ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს ჯერ სა­ჯა­როდ არ გა­მო­ა­ცხა­და, ალ­ბათ იმი­ტომ, რომ კრემლთან დი­ა­ლო­გის არ­ხე­ბი არ და­ხუ­როს“, – წერს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დამ­ცვე­ლი არტურ სა­კუნ­ცი.

“ეს სომ­ხე­თის შიდა საქ­მეა“, – გა­ნა­ცხა­და კრემ­ლის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს ბაგ­რა­ტის და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ. “რა თქმა უნდა, ჩვენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი ვართ სომ­ხეთ­ში კა­ნო­ნი­სა და წეს­რი­გის დაც­ვით. გვინ­და, რომ სომ­ხე­თი იყოს აყ­ვა­ვე­ბუ­ლი, სტა­ბი­ლუ­რი, რუ­სე­თი­სად­მი მე­გობ­რუ­ლი ქვე­ყა­ნა“., – თქვა მან.

  • სა­ე­რო ძა­ლა­უფ­ლე­ბა სუ­ლი­ე­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ­ჟა­მად სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში მთა­ვა­რი ბრალ­დე­ბუ­ლი მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ბაგ­რა­ტია, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ფა­ში­ნი­ა­ნი აცხა­დებს, რომ შეთ­ქმუ­ლე­ბის უკან სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის (AAC) მე­თა­უ­რი, კა­თო­ლი­კო­სი გა­რე­გინ II და მი­ლი­არ­დე­რი სამ­ველ კა­რა­პე­ტი­ა­ნი დგა­ნან.

სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ სტა­ლი­ნუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის შემ­დეგ სომ­ხეთ­ში მა­ღა­ლი რან­გის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

ფა­ში­ნი­ა­ნი ღია კონ­ფლიქ­ტშია სომ­ხე­თის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურ­თან – იგი კა­თო­ლი­კოსს ცე­ლი­ბა­ტის ფი­ცის დარ­ღვე­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და მის გა­დად­გო­მას ითხოვს.

“რა უფ­ლე­ბით სა­უბ­რობს ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც და­არ­ღვია ღვთის­მო­სა­ო­ბის აღ­თქმა და უღა­ლა­ტა იესო ქრის­ტეს, ისა­უბ­როს სა­მარ­თალ­ზე და სან­დო­ო­ბა­ზე?

ამ ჯგუფს არ აქვს იმის უფ­ლე­ბა, რომ დედა საყ­დრის სა­ხე­ლით ისა­უბ­როს. მა­მა­კაც­მა, რო­მელ­მაც დედა ეკ­ლე­სია შე­უ­რა­ცხყო, ტახ­ტი უნდა და­ტო­ვოს. თუ ის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით არ წავა, სო­მეხ­თა სა­მო­ცი­ქუ­ლო წმინ­და ეკ­ლე­სი­ის მორ­წმუ­ნე სამ­წყსო მას ქრის­ტი­ა­ნუ­ლი წე­სით გა­იყ­ვანს”, – წერს სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რი, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.