სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ამის შესახებ სომხურ მედიას ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.
გავრცელებული ცნობით, სომხეთის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ხელისუფლების უზურპაციის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, სუვერენიტეტზე უარის თქმის ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობის საჯარო მოწოდებებს გულისხმობს.