უშაკოვი:  ბრაზილიის მთავრობამ ვერ შეძლო მკაფიო პოზიციის დაჭერა, რომელიც კრემლის ლიდერს სამიტში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემდა – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის გამო, პუტინი ბრაზილიაში, სამიტზე არ ჩავა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის გამო პუტინი ბრაზილიაში დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე არ ჩავა, – განაცხადა პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

უშაკოვის თქმით, ბრაზილიის მთავრობამ ვერ შეძლო მკაფიო პოზიციის დაჭერა, რომელიც კრემლის ლიდერს სამიტში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემდა.

პუტინის სამიტში ონლაინ-რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის, ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი 2023 წლის 17 მარტს გასცა.