„ჩვენ ჩინეთთან შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი“ – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ცნობით, 26 ივნისს შტატებმა და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.„ჩვენ ჩინეთთან  შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი“ – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?

„გუშინ ჩვენ ჩინეთთან [შეთანხმებას] მოვაწერეთ ხელი“, – თქვა მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ტრამპს დამატებითი დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

მოგვიანებით, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ-მ და ჩინეთმა „მიაღწიეს დამატებით ურთიერთგაგებას ჟენევის შეთანხმების სისრულეში მოყვანის ჩარჩოსთან დაკავშირებით.“