“გივი თარგამაძის დაჭერა იმითაა ცინიკური, რომ პოლიტიკიდან გაწეულებიც სამიზნე ხართ“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

“გივი თარ­გა­მა­ძის და­ჭე­რა იმი­თაა ცი­ნი­კუ­რი და ნი­შან­დობ­ლი­ვი, რომ პო­ლი­ტი­კი­დან გა­წე­უ­ლე­ბიც სა­მიზ­ნე ხართ – სა­ნამ რე­ჟი­მი არ შე­იც­ვლე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბი რუ­ტი­ნა იქ­ნე­ბა“, – ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პარ­ტია „ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი წერს, რი­თაც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის, გივი თარ­გა­მა­ძის­თვის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის გამო 7 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ეხ­მა­უ­რე­ბა.

“გივი თარგამაძის დაჭერა იმითაა ცინიკური, რომ პოლიტიკიდან გაწეულებიც სამიზნე ხართ“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, „პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე ნა­დი­რო­ბას მხო­ლოდ ცვლი­ლე­ბე­ბი და­ას­რუ­ლებს“.

„გივი თარ­გა­მა­ძის და­ჭე­რა იმი­თაა ცი­ნი­კუ­რი და ნი­შან­დობ­ლი­ვი, რომ პო­ლი­ტი­კი­დან გა­წე­უ­ლე­ბიც სა­მიზ­ნე ხართ – ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ შექ­მნილ ქა­ოს­ში კო­ლა­ტე­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი გახ­დე­ბით. მხო­ლოდ ცვლი­ლე­ბე­ბი და­ას­რუ­ლებს ამ ქა­ოსს და 13- წლი­ან ნა­დი­რო­ბას კრი­ტი­კო­სებ­ზე. გი­ვიმ აფეთ­ქე­ბის სტრე­სი გა­და­ი­ტა­ნა და ამა­საც გა­და­ი­ტანს – მხნე­ო­ბას ვუ­სურ­ვებ. სა­ნამ რე­ჟი­მი არ შე­იც­ვლე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბი რუ­ტი­ნა იქ­ნე­ბა. ძირს რე­ჟი­მი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა პო­ლიტ­პა­ტი­მარს!”, -წერს თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი გივი თარ­გა­მა­ძე სა­სა­მარ­თლომ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მო­სა­მარ­თლე ნინო გა­ლუს­ტაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას 7 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, ამას­თან 2 წლის ვა­დით თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა აეკ­რძა­ლა. სხდო­მას არ ეს­წრე­ბო­და გივი თარ­გა­მა­ძე, მას არც სა­ბო­ლოო სი­ტყვის უფ­ლე­ბით უსარ­გებ­ლია. გივი თარ­გა­მა­ძე პარ­ლა­მენ­ტში, დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის მი­ცე­მის­თვის 3 აპ­რილს და­ი­ბა­რეს, სა­დაც ის არ გა­მო­ცხად­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ მას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს, სა­სა­მარ­თლომ კი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და, რაც მან კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში გა­და­ი­ხა­და. ცნო­ბის­თვის, გივი თარ­გა­მა­ძეს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც “სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას” გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის, ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.