სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ეჩმიაძინის გარშემო სიტუაციის ესკალაციისგან, ხელი არ შეუშალონ სამართალდამცაველებს გადაწყვეტილებების აღსრულებაში

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისგან ეჩმიაძინის გარშემო და ხელი არ შეუშალონ სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებას.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური

უსაფრთხოების სამსახური ასევე მოუწოდებს შირაკის ეპარქიის წინამძღვარს, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანს, არ დაემალოს სამართალდამცველ ორგანოებს და გამოცხადდეს ოპერატიულ ჯგუფთან, რომელიც მას ელოდება.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს, მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მედიის გამოყენებით ძალაუფლების მიტაცებისა და საკონსტიტუციო წესრიგის დამხობისკენ საჯარო მოწოდებებისთვის. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აღძრული საქმის ფარგლებში გამოტანილია ბრალდებული აჯაფახიანის დაკავების დადგენილება.

შეგახსენებთ, ეჩმიაძინში ვითარება დილიდან დაძაბულია. მას შემდეგ, რაც საპატრიარქოში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია მივიდა, ადგილზე მოქალაქეებმა შეკრება დაიწყეს.