გედევანი Ляка-ს სოლიდარობას უცხადებს და შიმშილობას იწყებს!

“კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” წევ­რი გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე, პარ­ლა­მენ­ტთან შიმ­ში­ლო­ბას იწყებს.

პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, ის უერ­თდე­ბა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ შიმ­ში­ლო­ბას, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ეს ერთ-ერთი სწო­რად გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია.

  • მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე მი­დის და მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

“ვუ­ერ­თდე­ბი ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას აქ­ცი­ას – შიმ­ში­ლო­ბას. შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ რე­ჟიმ­თან რა­ი­მე ფორ­მის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რად­გან ფაქ­ტობ­რი­ვად შექ­მი­ნი­ლია უკა­ნო­ნო რეპ­რე­სი­უ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს დევ­ნის, არის არა­ლე­გი­ტი­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ერთი ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­რესს ემ­სა­ხუ­რე­ვა, ამ ფონ­ზე თუ ჩვენ არ და­ვუ­პი­ტის­პირ­დით ამ ყვე­ლა­ფერს ჩვენ ვუ­ღა­ლა­ტებთ ცი­ხე­ში უკა­ნო­ნოდ მყოფ ადა­მი­ა­ნებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც. ამი­ტომ მგო­ნია, რომ დღეს ეს სწო­ტი ფორ­მაა. ან სიკ­ვდი­ლი, ან გა­მარ­ჯვე­ბა. არა­ვის არ მო­ვუ­წო­დებ, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ეს პრო­ტეს­ტი ბევ­რის­თვის მი­ზი­დუ­ლო­ბის ცენ­ტრი გახ­დე­ბა”,- გა­ნა­ცხა­და გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტთან შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ა­მაც. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მზა­დაა, “რე­ჟიმს თავი შეს­წი­როს“.