ერთმანეთთან შეუთავსებელია, მიზნად გქონდეს „ქოცების” დამხობა და საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებდე, ვფიქრობ, გზა, რომლითაც მიზნამდე მიდიხარ, ამ მიზანს უნდა შეესაბამებოდეს, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ინდივიდუალურ გმირობას ადამიანს ვერ აუკრძალავ, რაც ყოველთვის ადამიანურ მღელვარებას იწვევს.
„ერთმანეთთან შეუთავსებელი ორი რაღაც მგონია – ერთი, მიზნად გქონდეს „ქოცების” დამხობა და მეორე, საკუთარ ჯანმრთელობას აზიანებდე. ვფიქრობ, გზა, რომლითაც მიზნამდე მიდიხარ, ამ მიზანს უნდა შეესაბამებოდეს. ეს არის ამ პრობლემაზე ლოგიკური მსჯელობა, თორემ, ისე, რასაკვირველია, ინდივიდუალურ გმირობას ადამიანს ვერ აუკრძალავ და ყოველთვის ეს ადამიანურ მღელვარებას იწვევს როგორც წესი”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, შიმშილობით რა შედეგი შეიძლება, მიიღოს ელენე ხოშტარიამ მედიამ „ქართულ ოცნებას” უნდა ჰკითხოს.
„არ ვიცი რა შედეგი შეიძლება, მიიღოს ელენე ხოშტარიამ, „ქართულ ოცნებას” უნდა ჰკითხოთ. მე მაინც მგონია, რომ ერთის მხრივ, რეჟიმი გეგონოს რუსული, პუტინის მიერ მართვადი და თან რევოლუციას აპირებდე, გქონდეს ომედი, რომ ის ადამიანი შიმშილობის გამო შეწუხდება, საკუთარ მიზნებზე უარს იტყვის – ერთმანეთთან შეუსაბამოა”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, რევოლუციის გზა და ხელისუფლების დამხობა როგორ წარმოგიდგენიათ, იაგო ხვიჩია პასუხობს, რომ „სანამ რევოლუციურ კომიტეტში არ დამპატიჟებენ, არ დავიჯერებ, რომ ამ ქვეყანაში ვინმე რევოლუციას აწყობს”.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა დაიწყეს.