კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, ესტონეთის მიერ გამოთქმული მზადყოფნა, საკუთარ ტერიტორიაზე F-35A ტიპის ბირთვული იარაღის გადამტანი გამანადგურებლები განათავსოს, რუსეთისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენს.
„რა თქმა უნდა, ეს პირდაპირი საფრთხე იქნებოდა“, – აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, პევკურის განცხადება „კიდევ ერთია იმ აბსურდულ აზრებს“ შორის, რომლებსაც ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკოსები ხშირად გამოთქვამენ.
„ბალტიისპირეთის რესპუბლიკებთან პრაქტიკულად არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს, რადგან მათთან ურთიერთობების გაუარესება თითქმის შეუძლებელია“, – დასძინა კრემლის პრესსპიკერმა.