The Guardian – აკრძალვის მიუხედავად, ბუდაპეშტში ლგბტქ პრაიდი იმართება

აკრძალვის მიუხედავად, ბუდაპეშტში ლგბტქ პრაიდი იმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

The Guardian - აკრძალვის მიუხედავად, ბუდაპეშტში ლგბტქ პრაიდი იმართება

უნგრეთის დედაქალაქის, ბუდაპეშტის ცენტრში ლგბტქ პრაიდის მონაწილეები იკრიბებიან.

გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ მსვლელობაში მონაწილეობას ათიათასობით ადამიანი მიიღებს.

ცნობისთვის, აპრილში უნგრეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო შესწორება მიიღო, რომელიც ლგბტქ+ თემებისთვის შეკრების თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.

რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთის ხელისუფლებას ბუდაპეშტში პრაიდის ღონისძიებების ჩატარების დაშვებისკენ მოუწოდა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი გამოეხმაურა.

„მოვუწოდებ ევროკომისიას, თავი შეიკავოს წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობაში ჩარევისგან, სადაც მას არანაირი როლი არ აქვს“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.