ტრამპი ბიზნესის დიდი დელეგაციით ჩინეთს ეწვევა – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რამდენიმე ათეულ ბიზნესმენთან ერთად წლის ბოლომდე ჩინეთს ეწვევა. ინფორმაციას აზიური მედია ავრცელებს.

ტრამპი

მედიის თანახმად, თეთრი სახლი უკვე ამზადებს ვიზიტს. მოსალოდნელია, რომ ტრამპის ჩასვლა ჩინეთში ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული ვიზიტის მსგავსი იქნება, რა დროსაც მან 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ხელშეკრულებები გააფორმა.

ცნობისთვის, ორი დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა პეკინთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამერიკის ლიდერმა თქვა, ხომ გარიგება ახალი დადებულია და დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.