ბაქოში «Sputnik-აზერბაიჯანის» ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში პოლიცია საინფორმაციო სააგენტოს, «Sputnik-აზერბაიჯანის» ოფისში ჩხრეკას ატარებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის შსს იუწყება. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

ჩხრეკა «Sputnik-აზერბაიჯანის» ოფისში

შენობა სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ დაკავებული. ჩხრეკის დეტალებზე ინფორმაციას პოლიცია მოგვიანებით გაავრცელებს.

გამოცემა Qafqazinfo იუწყება, რომ «Sputnik-აზერბაიჯანის» საქმიანობა რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად იყო შეჩერებული. ამასთანავე, ოფისი მუშაობას განაგრძობდა და მისი თანამშრომლები სამსახურში დადიოდნენ.