ჩინეთის განცხადებით, შეიმუშავეს იარაღი, რომელსაც, შეუძლია ელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების გამორთვა და მტრის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის სრული გათიშვა გამოიწვიოს. ამის შესახებ scmp.com ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს.
მედიამ გაავრცელა გრაფიკული ვიდეოც, რომელშიც რაკეტის მოქმედებაც ჩანს.
-
გაშვების შემდეგ, რაკეტა დაახლოებით ასამდე ქვე-ჭურვს გამოყოფს, ისინი შეიცავენ ისეთ ელემენტებს, რომლებიც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებში მოკლე ჩართვას იწვევს. შედეგად, იარაღს შეუძლია ქალაქების სრული დაბნელება და გათიშვა გამოიწვიოს.
“ბალონები შეჯახებისას ხტუნავდნენ და შემდეგ ჰაერში ფეთქდებიან, ამას მოსდევს თხელი, ქიმიურად დამუშავებული ნახშირბადის ძაფების გაფანტვა, რომლებიც მაღალი ძაბვის ელექტრო ინფრასტრუქტურებში მოკლე ჩართვას იწვევენ”, – წერს სააგენტო.
არხის ცნობით, იარაღი შექმნილია მტრის სამეთაურო და საკონტროლო სისტემების ჩაშლისთვის, მინიმუმ 10,000 კვადრატული მეტრის ფართობზე ელექტროენერგიის ფართომასშტაბიანი გათიშვისთვის.
ჯერჯერობით გაურკვეველია, განვითარების რა ეტაპზეა ახალი იარაღი.
ვიდეოს თანახმად, რაკეტას აქვს 290 კმ მოქმედების რადიუსი და 490 კგ წონის ქობინი, რაც მას სამხედრო ქვესადგურებსა და სხვა ელექტრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის ვარგისს ხდის.