განათლების მინისტრი გივი მიქანაძე იქნება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა. ახალი მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

გივი მიქანაძე

მანამდე ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს.