მე ირანს არაფერს არ შევთავაზებ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ირანს „არაფერს არ შესთავაზებს“.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულმა შტატებმა თეირანის ბირთვული ობიექტები „სრულად გაანადგურა“.

„უთხარით ყალბ დემოკრატ სენატორ კრის კუნსს, რომ მე ირანს არაფერს არ შევთავაზებ, ობამასგან განსხვავებით, რომელმაც მილიარდობით დოლარი გადაუხადა მათ იმ სულელური ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას აძლევდა (და რომელიც ახლა ვადაგასულიც კი იქნებოდა!), არც კი ვსაუბრობ მათთან, რადგან ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ მათი ბირთვული ობიექტები“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება (ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმა) ტრამპმა 2018 წელს გააუქმა, თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, რის შემდეგაც ირანმა დაიწყო შეთანხმების შეზღუდვების თანმიმდევრული დარ

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულმა შტატებმა თეირანის ბირთვული ობიექტები „სრულად გაანადგურა“.

„უთხარით ყალბ დემოკრატ სენატორ კრის კუნსს, რომ მე ირანს არაფერს არ შევთავაზებ, ობამასგან განსხვავებით, რომელმაც მილიარდობით დოლარი გადაუხადა მათ იმ სულელური ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას აძლევდა (და რომელიც ახლა ვადაგასულიც კი იქნებოდა!), არც კი ვსაუბრობ მათთან, რადგან ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ მათი ბირთვული ობიექტები“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმება (ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმა) ტრამპმა 2018 წელს გააუქმა, თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, რის შემდეგაც ირანმა დაიწყო შეთანხმების შეზღუდვების თანმიმდევრული დარღვევა.