სომხეთმა და ევროკავშირმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციები დაიწყეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.
სააგნეტოს ცნობით, ამის შესახებ განცხადება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელ კაია კალასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც დღეს ერევანში გაიმართა.
„თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კონსულტაიცების დაწყება მნიშვნელოვნი ნაბიჯია ჩვენი თანამშრომლობის ჩარჩოს თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოსაყვანად და ამ გამოწვევების გადასალახად დამატებითი ძალისხმევის გასაწევად. ამ კონტექსტში მინდა, ხაზი გავუსვმა თანამშორმლობას, რომელიც მიმართულია სომხეთის წინა ხაზის გაძლიერებისკენ და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისკენ, რაც ასევე მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ბრძოლა ჰიბრიდულ საფრთხეებთან და დეზინფორმაციასთან“, – განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მირზოიანმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას. მისივე თქმით, კაია კალასთან შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ევროკავშირის მშვიდობის ფონდის ფარგლებში სომხეთისთვის დახმარების გაწევა.