პესკოვი: ბაქოში ჟურნალისტების დაკავება არ შეესაბამება რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ხასიათს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აზერბაიჯანში Sputnik-ისა და Ruptly-ის თანამშრომლების დაკავებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ასეთი ზომები არ შეესაბამება არც ზოგადად მიღებულ ნორმებს და არც რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ხასიათს.

დმიტრი პესკოვი

„რა თქმა უნდა, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ასეთი ზომები აბსოლუტურად არ შეესაბამება ზოგადად მიღებულ წესებსა და ნორმებს. და, რა თქმა უნდა, ისინი არ შეესაბამება რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების სულისკვეთებასა და ხასიათს“, – აცხადებს პესკოვი.